დიმიტრი ცქიტიშვილი: შრომის უსაფრთხოების კანონი ახალ მოცემულობას აყალიბებს
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2018 18:59
დიმიტრი ცქიტიშვილი: შრომის უსაფრთხოების კანონი ახალ მოცემულობას აყალიბებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, შრომის უსაფრთხოების კანონი, ფუნდამენტურად ახალ მოცემულობას აყალიბებს ადამიანების უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

"კანონი ეტაპობრივად შევა ძალაში და დანერგავს ახალ რეგულიაციებსა და სტანდარტებს.

თბილისის მერიის ინიციატივა, რომელის შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის პაკეტში შევიდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგანაც მისი ამოქმედება უკვე კანონის მიღებიდან პრაქტიკულად მეორე დღესვე იქნება შესაძლებელი.

ის სანქციები რომელის გამკაცრებაც იგეგმება ამ ინიციატივით, უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა საჯარიმო სანქციების სიმცირის გამო განსაკუთრებულ ეფექტს ის აქამდე არ იძლეოდა.

ამიტომაც, ახალი გაზრდილი სანქციებისა და მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური ნების პირობებში, რაც ცალსახად დაგვანახა თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, დარწმუნებული ვარ, პროცესი ძალიან ეფექტური იქნება და კონრეტულ შედეგებს მივაღწევთ მოკლე დროში. სასიხარულოა, რომ მერიის ამ მიდგომას ყველა ძირითადი სამშენებლო კომპანია და მათი გაერთიანებებიც მხარს უჭერენ.

ვფიქრობ, რომ თბილისის მერიის ამ მიმართულებით მუშაობა სამაგალითოც კი გახდება, როგოც სხვა თვითმართველი ერთეულებისათვის ასევე ცენტრალური ხელისუფლებისთვისაც, და მის გამოცდილებაზე დაყრდნობით მოხდება შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება და შრომის უსაფრთხოების კანონის აღსრულება.", - აცხადებს ცქიტიშვილი.

ტეგები