თეირანში პოლიციასთან შეტაკებების დროს 300-მდე ადამიანი დააკავეს
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2018 21:20
თეირანში პოლიციასთან შეტაკებების დროს 300-მდე ადამიანი დააკავეს

ირანის დედაქალაქში პოლიციასთან შეტაკებების დროს 300-მდე ადამიანი დააკავეს.

თეირანში შეტაკება სამართალდამცველებსა და სუფიური საზოგადოება გონაბადის დერვიშებს შორის მოხდა.

ირანის პოლიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, სუფიური საზოგადოების წევრები პოლიციელებს დანებით დაესხნენ თავს.

შეტაკების დროს 30-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა. ფიზიკური დაზიანება მიიღო რამდენიმე დემონსტრანტმაც, თუმცა რაოდენობა არ სახელდება.

ტეგები