როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2018 10:22
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

21 - 22 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +8, +10 გრადუსის ფარგლებში.

ტეგები