ვეტოს დაძლევა არ წარმოადგენს ჩვენს თვითმიზანს - გიორგი ხატიძე
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2018 12:13
ვეტოს დაძლევა არ წარმოადგენს ჩვენს თვითმიზანს - გიორგი ხატიძე

დეპუტატ გიორგი ხატიძის განცხადებით, "საზოგადოებრივ მაუწყებელის" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა არ წარმოადგენს თვითმიზანს.

მისი განმარტებით, "საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ და ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს კენჭს ვუყრით ვერსიას, რომელიც წარვუდგინეთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად".

"ჩვენ განვიხილეთ შენიშვნები, თუმცა ის არგუმენტები, რაც წარმოდგენილი იყო, არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ განსხვავებულ პოზიციაზე შევჯერებულიყავით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ დინამიკაში ამ კანონს, როგორ იმუშავებს, როგორ მოხდება მისი აღსრულება და თუ დაკვირვების შემდგომ წარმოიშვა სურათი, რომ იმ ცვლილებების შედეგად, რა ცვლილებებიც იქნება მიღებული, გარკვეულწილად ნეგატიურად აისახება კომერციულ ტელევიზიებზე ან რეგიონულ მაუწყებელ კომპანიებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ, შემდგომ უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ და თუ საჭირო გახდა მართლზომიერად, ლეგიტიმურად შეგვიძლია გარკვეულ საკითხებს უფრო სიღრმისეულად მივუნბრუნდეთ და შესაბამისად გარკვეული ცვლილებები განვახორციელოთ. ერთია თავად კანონი, არა მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად, ნებისმიერ კანონთან დაკავშირებით და მეორე, ის აღსრულების და შესრულების მექანიზმები, რომელიც კანონს თან ახლავს. ამიტომ დინამიკაში აუცილებელია ამ კანონს დავაკვირდეთ როგორ სრულდება და თუ ამ ცვლილებებმა ნეგატიური ასახვა ჰპოვა კომერციულ ტელევიზიებზე ან რეგიონულ ტელევიიზიებზე, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხებს კიდევ მივუბრუნდეთ და გარკვეულწილად, შესაბამისი სავარაუდო ცვლილებები განვახორციელოთ", - განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი სიღრმისეულად უნდა განიხილონ.

"ამ ეტაპზე რა სურათიც გვაქვს არის ის, რომ კანონპროექტი არის სიღრმისეულად განხილული, საკმაოდ სიღრმისეულად ვიმსჯელეთ ამ საკითხებტან დაკავშირებით. კომერციული ტელკევიზიების, საზოგადოებრივი სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. დღეს წარმოდგენილი პროექტი რაც არის, არანაირად, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ არის მიმართული იქეთ, რომ რამე ნეგატიური ეფექტი მოახდინოს კომერციულ ტელევიზიებზე ან რეგიონულ მაუწყებელ კომპანიებზე. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გაძლიერდეს. მაგრამ ბუნებრივი პროცესია ნებისმიერ კანონთან დაკავშირებით. აუცილებელია ყველაფერს დავაკვირდეთ დინამიკაში და თუ ისეთი სურათი დავინახეთ, რომ ამ ცვლილებებმა რამე სახით ნეგატიური ასახვა ჰპოვა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მივუბრუნდეთ ამ საკითხს", - განაცხადა ხატიძემ.

ტეგები