გიორგი მარგველაშვილი თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს - ლევან გოგიჩაიშვილი
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2018 13:14
გიორგი მარგველაშვილი თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს - ლევან გოგიჩაიშვილი

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ჯერ არ ჰყავს საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა როდესაც დასახელდება, ის იქნება უკონკურენტო და მიაღწევს წარმატებას.

მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ გიორგი მარგველაშვილი თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს.

"ჩვენ გული გვწყდება, რომ ეს ადამიანი თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს. გული მწყდება, რომ ასეთ ადამიანებს ასეთი ჩამოუყალიბებელი პოზიცია აქვთ. ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ მას ისეთ გარემოში უნდა თავი წარმოაჩინოს, რაშიც ბუნებრივად ვერ წარმოაჩენს, იმიტომ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ იძლევა ამის საშუალებას.მას უნდა იყოს ყველაფრის დირექტორი და ყველაფრის დირექტორი ვერ იქნება ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. თუ ის აპირებს კენჭისყრას, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მისი ხასიათიდან, საქმიანობიდან და პოზიციიდან გამომდინარე, ის არ ასრულებს დღევანდელი კონსტიტუციური პრეზიდენტის უფლებამოსილებას. მას უფრო მეტი უნდა და ეს მას რა თქმა უნდა პრობლემებს უქმნის", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ტეგები