სალომე ზურაბიშვილი მერი ქსოვრელის პერსონალური გამოფენის გახსნას დაესწრო
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2018 13:17
სალომე ზურაბიშვილი მერი ქსოვრელის პერსონალური გამოფენის გახსნას დაესწრო

განათლების მეცნიერების და კულტურისა კომიტეტის წევრი, სალომე ზურაბიშვილი, ხელოვნების სასახლეში ქართული დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის - მერი ქსოვრელის პერსონალური გამოფენა გახსნას დაესწრო. 

ექსპოზიციის მთავარი თემები ფერწერა, ქსოვილი და კერამიკაა და იგი ხელოვანის მიერ შექმნილ 40-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს. 

მხატვარ-დეკორატორმა მოღვაწეობა 1966 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთარების შემდეგ დაიწყო. მის მიერ ტრიკოტაჟის ქსოვილზე შექმნილი ნამუშევრები თავისი თვითმყოფადობით, მრავალფეროვნებითა და ჩანაფიქრის სითამამით დღესაც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ტრიკოტაჟის ქსოვილთა სახეობაში, მისმა მკვეთრად გამორჩეული ხასიათის მქონე ნამუშევრებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც საკუთარი, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს. ტექსტილთან ერთად, მერი ქსოვრელის შემოქმედების უმნიშვნელოვანესი მხარე კერამიკაა. ხელოვნების ამ დარგში, წარმატებული მოღვაწეობის საუკეთესო ილუსტრაციაა 1973 წელს, იტალიის ქალაქ ფაენცაში გამართულ კერამიკის საერთაშორისო კონკურსში მიღებული პირველი პრემია.

 

ტეგები