"ქართული ოცნების" წევრების ხელშეწყობით მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება - ოთარ დანელია
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2018 13:38
"ქართული ოცნების" წევრების ხელშეწყობით მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება - ოთარ დანელია

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, მარტვილში  პოლიტიკური კრიზისი მწიფდება. ამის შესახებ დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხომაზე განაცხდა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მისივე თქმით, ამ პროცესების ესკალაციას „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი ხელს უწყობს. 

„ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ გვქონდა საუბარი. მწიფდება პოლიტიკური კრიზისი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბატონო ირაკლი, მინდა თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, რომ ჩაერიოთ სიტუაციის გარკვევაში. ვინაიდან, ფაქტია, რომ არაჯანსაღი სიტუაციაა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ხელს უწყობს ამ პრობლემის ერთგვარად ესკალაციას“, - მიმართა ოთარ დანელიამ ირაკლი კობახიძეს. 

ტეგები