დოდო გუგეშაშვილს ექიმებმა დღეს კლინიკის დატოვების ნება არ დართეს
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2018 15:10
დოდო გუგეშაშვილს ექიმებმა დღეს კლინიკის დატოვების ნება არ დართეს

დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან დღეს უნდა გაეწერათ, მაგრამ მოგვიანებით, ექიმებმა მისი კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით დატოვება გადაწყვეტეს. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, პაციენტი ექიმებმა შეამოწმეს და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დღეს არ გაწერონ.

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები). თავდამსხმელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

ტეგები