სამთავრობო კომისია ამ პრობლემის მოსაგვარებლად ეფექტურად მუშაობს - ზაზა გაბუნია
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2018 15:19
 სამთავრობო კომისია ამ პრობლემის მოსაგვარებლად ეფექტურად მუშაობს - ზაზა გაბუნია

უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნია მიიჩნევს, რომ ფაროსანასთან დაკავშირებული თემა არის მასშტაბური, რომელიც ყველა უწყების კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს.

მისი თქმით, სამთავრობო კომისია, რომელიც ამ პრობლემის მოსაგვარებლადაა შექმნილი, ეფექტურად მუშაობს.

"თემა, რის შესახებაც განცხადება გაკეთდა, მათ შორის ფაროსანასთან დაკავშირებით, არის მასშტაბური, რთული საკითხი, რომელიც ყველა უწყების კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს. ეს გვესმის ყველას, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ სამთავრობო კომისია, რომელიც ამ პრობლემის მოსაგვარებლადაა შექმნილი, ეფექტურად მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ხსენებულ ორივე საკითხთან დაკავშირებით, ადგილზე ძალიან ეფექტურად იქნება შესწავლილი და მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა გაბუნიამ.

ტეგები