პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2018 15:25
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

22-23 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას უმასპინძლებს. რიგით მე-17 საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი მიიღებენ მონაწილეობას.

ეუთო-ს თავმჯდომარეობა იტალიამ გადაიბარა და საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო წლის თემას წარმოადგენს „პარლამენტის როლი ეუთო-ს ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობაში“.

სოფიო ქაცარავა მონაწილეობას მიიღებს საკომიტეტო და სასესიო მუშაობაში, სხდომებზე განხილული იქნება  ეუთოს სივრცეში არსებული უსაფრთხოების, კონფლიქტის,  ეკონომიკის, ადამიანის უფლებების საკითხები, ასევე დეზინფორმაცია როგორც   დემოკრატიის კონსოლიდაციის საფრთხე, იარაღის კონტროლი: განიარაღება და გაუვრცელებლობა, ეუთოს ტერიტორიის გამოწვევები და  კლიმატური კრიზისის დაძლევის მიზნით  გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების საკითხები.

დელეგაციის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა, როგორც ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიების და გარემოს დაცვითი კომიტეტის მომხსენებელი, აღნიშნული კომიტეტის სხდომაზე იმ მოხსენების კონცეფციას და ძირითად მიმართულებებს წარადგენს, რომლის განხილვაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებაზე, 7-11 ივლისს ბერლინში გაიმართება. სოფიო ქაცარავა აგრეთვე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს საფრანგეთის, ლუქსემბურგის, ჰოლანდიის და დიდი ბრიტანეთის დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

 

ტეგები