საგანელიძის 1 დღის ხელფასით 400 ადამიანს გამოკვებავდა სახელმწიფო - ვატო გელაშვილი
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2018 15:37
საგანელიძის 1 დღის ხელფასით 400 ადამიანს გამოკვებავდა სახელმწიფო - ვატო გელაშვილი

"შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი, ვატო გელაშვილი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელფასის ოდენობის შესახებ თავის მოსაზრებას სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი ხელფასი 21 ათასი ლარია თვეშიო და ხელზე მხოლოდ 16 ათასს ვიღებო... ანუ საგანელიძეს დღეში 520 ლარი აქვს საშუალოდ შემოსავალი, ანუ ზუსტად 3 კაცის ნორმა თვეში თუ სამომხხამრებლო კალათის მიხედვით ვიმსჯელებთ (ერთ სულზე 173 ლარი - დადგენილი ნორმის მიხედვით), გამოდის, რომ ყოველდღე საგანელიძე დაახლოებით 40 პენსიონერის სამყოფს იღებს.თუ სოციალურად დაუცველების საკვებ ნორმას, ანუ 1.18 ლარს შევადარებთ.  გამოდის, რომ საგანელიძის 1 დღის ხელფასით 400 ადამიანს გამოკვებავდა სახელმწიფო დამატებით“, - წერს გელაშვილი.

ტეგები