10 წლის ბიჭი ხაშურიდან თბილისში ზოოპარკის დასათვალიერებლად გამოიპარა
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2018 18:13
10 წლის ბიჭი ხაშურიდან თბილისში ზოოპარკის დასათვალიერებლად გამოიპარა

საპატრულო პოლიციამ თბილისში ხაშურიდან გამოპარული10 წლოის ბავშვი იპოვა. ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს. 

ბიჭი თბილისში მშობლების გაუფრთხილებლად ზოოპარკის დასათვალიერებლად გამოიპარა. ის დედაქალაქში მატარებლით ჩამოვიდა. გვიან ღამით, "საპატრულო ეკიპაჟმა, აღმაშენებლის გამზირისკენ მიმავალი 10 წლის ბიჭი შეამჩნია, მას გაესაუბრა და გაარკვია, რომ ის სახლიდან გამოიპარა“, - წერს ambebi.ge.

საპატრულო ეკიპაჟის წევრები ბავშვის მშობლებს დაუკავშირდნენ და ბიჭი სახლში დააბრუნეს.

ბიჭი სახლში ისე დაბრუნეს, რომ  მან ზოოპარკის დათვალიერება ვერ შეძლო, რადგან გვიან ის დაკეტილია.

ტეგები