22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 00:05
22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გადახედეთ თქვენს გარემოცვას, მოერიდეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტს. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას უფროსთან, პარტნიორებთან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

კურო

თუ დაკვირვებულად და ბეჯითად იმუშავებთ, ბევრ საქმეს მოაგვარებთ მცირე დროში. მოერიდეთ ინიციატივის გამოჩენას, ახალი ტექნოლოგიების ათვისება მხოლოდ დისკომფორტსა და გადაღლილობას გამოიწვევს თქვენში. 

ტყუპი

მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან. სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან. სიზარმაცისა და უხასიათობის გამო დღეს შეიძლება ოცნება ოცნებად დაგრჩეთ. 

კირჩხიბი

კარგი დღეა კარიერული წინსვლისთვის. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. საღამო საყვარელი ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

ლომი

ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. მშვიდად მოისმინეთ განსხვავებულ აზრი და ნუ გაჯიუტდებით. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მომთმენი უნდა იყოთ. 

ქალწული

მოერიდეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. ნუ დათანხმდებით საქმიანობას, რომელიც ეჭვებს გიჩენთ. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სიფრთხილე გმართებთ ინსტრუმენტებთან მუშაობისას. 

სასწორი

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას, მეტად დაისვენეთ, ოჯახის წევრებს თქვენი ყურადღება აკლიათ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. მოერიდეთ უარყოფითზე ფიქრს. 

მორიელი

შეიძლება მოულოდნელად მოაგვაროთ ძველი პრობლემები. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან უსიამოვნებას. საღამოს მეგობრებს შინ უმასპინძლეთ. 

მშვილდოსანი

ფრთხილად და დაკვირვებულად მოაგვარეთ სამსახურის საქმეები. მოერიდეთ კონფლიქტს ახლობლებთან; აგრეთვე, - თქვენ მიმართ ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობას. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. საღამო საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. 

თხის რქა 

მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან. ბალანსი უნდა დაიცვათ, რომ საოჯახო საქმეების გამო კარიერაში არ შეგეშალოთ ხელი და პირიქით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

მერწყული

სიფრთხილე გმართებთ, როგორც გამოთქმებისას, ისე ქცევისას. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. 

თევზები

სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები. მოერიდეთ გაურკვევლობას უფროსთან, კოლეგებთან. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი.

ტეგები