სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების პირობა დადო
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 00:30
სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების პირობა დადო

საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მალე დაბრუნდება.

სააკაშვილის თქმით, ქვეყნიდან გაძევება და უკრაინაში 2021 წლამდე მისი შეშვების აკრძალვა, პეტრო პოროშენკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რადგან მას ხალხის მიერ გამართული აქციების შეეშინდა.

მან უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს "სულელური შეცდომები" უწოდა.

"ჩემთან ან ჩემ გარეშე, ამ ხელისუფლების დასასრული მოსულია. მე დავბრუნდები სახლში, უკრაინაში ძალიან მალე, უფრო ადრე, ვიდრე ეს 3 წელია.", - წერს სააკაშვილი.

საქართველოს ექსპრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.

12 თებერვალს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილი პოლონეთში გააძევა. ამჟამად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰოლანდიაში იმყოფება.

ტეგები