პრემიერ-მინისტრს გია მაისაშვილის სამშობლოში ჩამოყვანისთვის დახმარებას სთხოვენ
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 00:47
პრემიერ-მინისტრს გია მაისაშვილის სამშობლოში ჩამოყვანისთვის დახმარებას სთხოვენ

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ გია მაისაშვილის უკანასკნელი სურვილია, სიცოცხლეში დაბრუნდეს სამშობლოში, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

კუკავა გიორგი კვირიკაშვილს ამ თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფას სთხოვს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი,

ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ რამოდენიმე თვეა უმძიმეს დაავადებას ებრძვის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი გია მაისაშვილი. ამჟამად ის იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი უკანასკნელი სურვილია სიცოცხლეში შეძლოს სამშობლოში დაბრუნება, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, გია მაისაშვილის დამსახურება ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოთ შესაბამისი თანხები", - წერს კუკავა ფეისბუქ გვერდზე.

განცხადებას ხელს აწერენ კონსტანტინე გამსახურდია, გიგლა ბარამიძე, კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ტეგები