საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა “სვეჩატ“ არენაზე ივარჯიშა
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 09:56
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა “სვეჩატ“ არენაზე ივარჯიშა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი “სვეჩატ“ არენაზე 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს. დილითგუნდიტრენაჟორებისდარბაზსმიაკითხავს, შემდეგტყორცნებზეწაივარჯიშებს. საღამოსუფროინტენსიურიწვრთნაიქნება. ბერძენი სპეციალისტი მატჩამდე დარჩენილ დროის სიმწირეს განიცდის. ზუროსს ძალიან მცირე დრო აქვს, პრაქტიკულად ახალი გუნდის შესაკვრელად და შესათამაშებლად, რაც მარტივი ამოცანა ნამდვილად არ არის. ავსტრიამ ჩვენი გუნდის მსგავსად შესარჩევი ეტაპის ორივე მატჩი დათმო, მაგრამ იოლი მეტოქე მაინც არ გახლავთ. მასპინძლები გამარჯვების მოსაპვებლად ბევრს იბრძოლებენ. სავარაუდოდ, სრულად გაივსება ტრიბუნები, რომელიც 3 ათას ადამიანს იტევს. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ტრიბუნებზე 100-მდე ქათველიც იქნება. 

პაატა გურასპაული (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):“ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მატჩი, თუმცა ჩვენი ყურადღება ახლა ავსტრიასთან მატჩისკენ არის მიმართული.ხვალ ჩამოვა მაიკლ დიქოსონი და 12-ივე მოთამაშე, მართლაც რომ შეებრძოლება ავსტრიის ნაკრებს. ვუყურებ გუნდს, სამწვრთნელო შტაბს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ყველაფერს გაიღებენ გამარჯვების მოსაპოვებლად. მძიმე ბრძოლა გველის, მაგრამ გვჯერა ჩვენი ბიჭების“.

გიორგი ცინცაძე (ნაკრების კალათბურთელი):“ ახლა ნამდვილად არ ვფიქრობთ გერმანიასთან მატჩზე. მთელი კონცენტრაცია ავსტრიასთან დაპირისპირებაზე გვაქვს გაკეთებული და იმედია რომ გავიმარჯვებთ. რაც შეეხება ჩემს ფორმას, ნამდვილად არ ვარ სასურველ სათამაშო ფორმაში, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩემი გამოცდილების და მონდომების ხარჯზე, გუნდს სარგებელს მოვუტან“.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი (ნაკრების კალათბურთელი):“ ახლა ნამდვილადუკეთესად შეთამაშებულები ვართ. ორივე მატჩი მოსაგებია,მაგრამ აქცენტს მაინც ავსტრიასთან შეხვედრაზე ვაკეთებთ. ეს გუნდი გამოირჩევა მაღალი მოთამაშეებით, ცენტრები კარგი ბიჭები არიან, მაგრამ ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავდივართ და იმედია, რომ სასურველ შედეგს მივიღებთ“.

თემურ ხვედელიძე (ნაკრების ექიმი):“ ნაკრები სრული დატვირთვით ემზადება. ერთადერთი გიორგი ცინცაძე შემოგვიერთდა ტრამვით, მაგრამ ისიც ფორმაში შედის და გუნდი 23 თებერვლის მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდება“. 

ტეგები