მარნეულში წითელას ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 10:09
მარნეულში წითელას ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში წითელას 4 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ოთხივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში 7 თებერვლის მდგომარეობით  წითელას ვირუსის 130-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის უფასოა. 40 წელს ზემოთ პირებისთვის კი ის უფასო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მას კონტაქტი ჰქონდა წითელათი დაავადებულთან.

ტეგები