ლიზა ბაგრატიონი საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 11:04
ლიზა ბაგრატიონი საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

კომპანია “ბადაგონის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს და ის მოწმის სახით დაიკითხება.

ლიზა ბაგრატიონი საგამოძიებო სამსახურში დღეს, 14:30 საათზე უნდა მივიდეს.

7 თებერვალს, კომპანია ბადაგონში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება.

გამოძიება შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დაიწყო.

ტეგები