პროკურატურის შუამდგომლობით პოლიტპატიმარი გამართლდა
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 12:26
პროკურატურის შუამდგომლობით პოლიტპატიმარი გამართლდა

მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით პოლიტპატიმარი ბახვა სტურუა გამართლდა. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა და ახალი მტკიცებულებების შედეგად მისი უდანაშაულობა დამტკიცდა და პოლიტიკური დევნის ფაქტი დადასტურდა.

პროკურატურის ცნობით, 2011 წლის 21 მაისს ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ბახვა სტურუა ავლაბრის მეტროს მიმდებარედ გადაადგილდებოდა, რა დროსაც ის დააკავეს და ნარკოტიკული საშუალება "სუბოტექსი" ჩაუდეს.

მას 2011 წლის პირველ დეკემბერს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ბახვა სტურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წლის დეკემბერში, პარლამენტის მიერ მისი პოლიტპატიმრად აღიარების შმდეგ დატოვა.

ტეგები