მესტიის შესახებ ახალი რეკლამა გადაიღეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 12:48

ტურისტებისთვის მესტიის კურორტის მიმზიდველობის შესახებ ახალი სარეკლამო რგოლი დამზადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნა.

ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს. კურორტზე 7 კმ-ნი 5 სათხულამურო გზა არის, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის.

სვანეთის 5 სოფელში მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში მონტაჟდება მცირე ზომის საბაგიროები, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივებში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას. საქართველოს სამთო კურორტებზე ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში 364% არის გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა.