ხაშურიდან გამოპარულ ბავშვს დღეს ზოოპარკს დაათვალიერებინებენ
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 13:12
ხაშურიდან გამოპარულ ბავშვს დღეს ზოოპარკს დაათვალიერებინებენ

გუშინ ხაშურიდან თბილისში გამოპარულ 10 წლის ბავშვს დღეს 13:00 საათზე დაათვალიერებინებენ ზოოპარკს. ბავშვი იმ პატრულის ეკიპაჟს მოჰყავს ხაშურიდან, რომელმაც გუშინ დაკარგული იპოვა.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ბავშვს ერთწლიან აბონემენტს და ზოოპარკის საპატიო მეგობრის სერთიფიკატს გადასცემს. ხაშურელი ბავშვის მეგზური ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე იქნება:

ზოოპარკის ადმინისტრაციას სურს გაჟღერდეს მათი მესიჯი იმის შესახებ, რომ არ მოხდეს წახალისება ბავშვების სახლიდან გაიქცევის და მშობლების დაუკთხავად ზოოპარკში წასვლის. მზია შარაშიძის თქმით, მშობლებმა აუცილებლად უნდა გამონახონ დრო, რომ ბავშვები მიიყვანინ ზოოპარკის დასათვალიერებლად.

ტეგები