თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალური დაფა გაიხსნება
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 13:19
თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალური დაფა გაიხსნება

23 თებერვალს, 17:00 საათზე, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით და ქალაქ თბილისის მერიის თანადგომით, საქართველოს პარლამენტის ფასადზე (ჩიტაძის ქუჩის მხრიდან), თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალური დაფა გაიხსნება. 

სალომე ზურაბიშვილს, მემორიალაური დაფის გახსნის თხოვნით მიმართა 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლაში დაღუპული, მარო მაყაშვილის შთამომავალმა. დაღუპული გმირების მემორიალი მხოლოდ პარლამენტის ეზოშია განთავსებული, რომელზეც არ არის აღნიშნული სახელები და ასევე მემორიალის ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ მოქალაქეებს. 

სალომე ზურაბიშვილის ბიურომ, ერთი წლის განმავლობაში ჩაატარა სხვადასხვა ტექნიკური თუ ბიუროკრატიული სამუშაოები, თავდაცვის სამინისტროს ჩართულობით დააზუსტა დაღუპულთა სია და შედეგად მომზადდა მემორიალური დაფა, რომელზეც აღნიშნულია დაღუპული გმირების სახელები მათ უკვდავსაყოფად.

1919 წელს გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით, თბილისში დაარსდა იუნკერთა ქართული ორწლიანი სასწავლებელი. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ. 

ტეგები