"მანიაკებითაა სავსე ქალაქი" - თემქაზე მოკლული გოგოს შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 13:25
"მანიაკებითაა სავსე ქალაქი" - თემქაზე მოკლული გოგოს შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თემქაზე ნაპოვნ ახალგაზრდა გოგოს ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოკლული გოგოს მეზობელმა განუცხადა.  

სააგნეტო "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ერთი მეზობლი ამბობს, რომ გოგო სახლიდან წუხელ გაიყვანეს. 

„სახლში მოაკითხა ვიღაცამ. ხალათით იყო უკვე და ისე გაიყვანა სახლიდან. მანიაკებითაა სავსე ქალაქი“, - აღნიშნა კიდევ ერთმა მეზობელმა. 

მომხდარზე მედიასთან კომენტარი გააკეთა მოკლულის რამდენიმე მეგობარმაც, რომლებიც შემთხვევის მიზეზად გოგოს შეყვარებულთან კონფლიქტს გამორიცხავენ.

"ვიცნობდი, ჩემი კლასელი და მეგობარი იყო. ჰყავდა შეყვარებული, მაგრამ კონფლიქტი არ ჰქონია, შეყვარებულთან კონფლიქტს გამოვრიცხავ", - განუცხადა გარდაცვლილის მეგობარმა გოგონამ "ინტერპრესნიუსს".

21 წლის გარდაცვლილი გოგონას ცხედარი თემქაზე დღეს დილით იპოვეს. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – ის 21 წლის ანა ნაცვლიშვილია.

ტეგები