ფინანსთა მინისტრის ინიციატივა ეხება ყველას, ვისაც სურს დასაქმება, საკუთარი მცირე ბიზნესი და მეტი შემოსავალი - თალაკვაძე
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 13:51
ფინანსთა მინისტრის ინიციატივა ეხება ყველას, ვისაც სურს დასაქმება, საკუთარი მცირე ბიზნესი და მეტი შემოსავალი - თალაკვაძე

მცირე მეწარმეებს საერთო შემოსავლის გადასახადი მინიმუმამდე შეუმცირდებათ და 1%-ით დაიბეგრებიან, დღეს არსებული 5%-ის ნაცვლად. ასევე, მცირე ბიზნესისთვის წლიური შემოსავლის ლიმიტი იზრდება 500 000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

"შემოთავაზებული ცვლილებები დღეს 120 000-ზე მეტ ადამიანს გაუადვილებს ბიზნესის კეთებას, თუმცა ჩვენი მოლოდინი გაცილებით დიდია - ამ რეფორმას აქვს ნახევარი მილიონი ახალი მეწარმის დაინტერესების პოტენციალი", - განაცხადა თალაკვაძემ.

ტეგები