კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 14:25
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

კორეა-კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის Hanjin Travel-ის მიერ გაიმართა ერთობლივი ღონისძიება საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, რომელსაც ესწრებოდა ადგილობრივი 100-მდე ტურ-ოპერატორი. 

ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა დამსწრე საზოგადოებას  პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად ისაუბრა საქართველოს კურორტების,ინფრასტრუქტურის, უსაფრთხო გარემოსა და საქართველოს,როგორც ახალი და სწრაფად განვითარებადი ტურისტული მიმართულების შესახებ.აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის საქართველოს მიმართ ცნობადობის ამაღლებას და კორეელი ტურისტების რაოდენობის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ ტურისტულმა კომპანია Hanjin Travel-მა მიმდინარე წლის დასაწყისში კორეელი ტურისტებისთვის საქართველოს მიმართულებით ტურ-პაკეტების გაყიდვა დაიწყო.

ტეგები