ცხრა წლის დავით ნოზაძეს ზოოპარკი დაათვალიერებინეს (ფოტოამბავი)
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 14:41
ცხრა წლის დავით ნოზაძეს ზოოპარკი დაათვალიერებინეს (ფოტოამბავი)

ცხრა წლის დავით ნოზაძეს, რომლიც გუშინ ხაშურიდან თბილისში ზოოპარკის სანახავად გამოიპარა, ზოოპარკი დაათვალიერებინეს.

ბავშვი ზოოპარკში იმ საპატრულო ეკიპაჟმა მიიყვანა, რომელმაც გუშინ საღამოს იპოვა.

როგორც მოზარდი ყვება, გუშინ, გაკვეთილების შემდეგ თბილისში მატარებლით ჩამოვიდა, თუმცა გზა აებნა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა იპოვეს და დაჰპირდნენ, რომ ზოოპარკს დაათვალიერებინებდნენ.

 

ტეგები