ეროვნული ბანკი მეწარმე სუბიექტებს მიმართავს
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 14:55
ეროვნული ბანკი მეწარმე სუბიექტებს მიმართავს

საქართველოს ეროვნული ბანკი შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე ვეღარ შეძლებენ.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2018 წლის 11 მარტიდან მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის, საბანკო საქმიანობის ლიცენზიისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე, ეკრძალება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობა, მათ შორის რეკლამა.

შესაბამისად, ყველა მეწარმე სუბიექტი, რომლებზეც ვრცელდება ორგანული კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული შეზღუდვა, ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით, 2018 წლის 11 მარტამდე, დარეგისტრირდეს ან მიიღოს შესაბამისი ლიცენზია საქართველოს ეროვნულ ბანკში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 

ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე nonbank@nbg.gov.ge  ან შემდეგ ნომერზე 2 406 406

ტეგები