"ბოლოს ვერ შეძლო... ცდილობდა, ეს მაყურებელს არ ეგრძნო" - რას ამბობს "პროფილის" პროდიუსერი
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 15:05
 "ბოლოს ვერ შეძლო... ცდილობდა, ეს მაყურებელს არ ეგრძნო" - რას ამბობს "პროფილის" პროდიუსერი

თოქ-შოუ "პროფილის“ ავტორისა და წამყვანის, მაია ასათიანის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

გადაცემის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი კვირიდან „პროფილი“ გაურკვეველი ვადით ეთერს აჩერებს. თოქ-შოუს პროდიუსერები მიზეზად მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას ასახელებენ.

„ნიუპოსტი“ "პროფილის" პროდიუსერს ნიკა ხაჩიძეს ესაუბრა: “დიდი ხანია მაია თავს ცუდად გრძნობს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა, ეს მაყირებელს არ ეგრძნო, თუმცა ბოლოს ვერ შეძლო და ექმების რეკომენდაციით, ის ეთერში აღარ გამოჩნდება. „პროფილი“ ეთერში მაშინ დაბრუნდება, როცა ამის საშუალებას მაიას ჯანმრთელობა მოგვცემს. ამ რტაპზე ზუსტი დროს დასახელება გამიჭირდება. დღეს ეთერში ის გადაცემა გავა, რომელიც უკვე ჩაწერილია“- აცხადებს ხაჩიძე.

ტეგები