დოდო გუგეშაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 15:39
დოდო გუგეშაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს

დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრიოსთვის დამაკმაყოფილებელია.

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ნოდარ გუგეშაშვილს 7 თებერვალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

ტეგები