თემქაზე მოკლული გოგოს მამა, შეყვარებული და მეგობრები დაკითხეს
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 15:44
თემქაზე მოკლული გოგოს მამა, შეყვარებული და მეგობრები დაკითხეს

თემქაზე მოკლული ახალგაზრდა გოგოს მამამ მომხდარის შესახებ გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. მამუკა ნაცვლიშვილის თქმით, მან ყველაფერი უთხრა გამოძიებას რაც იცოდა, დეტალებზე კი სხვას ვერაფერს იტყვის.

არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში გამომძიებლები ანი ნაცვლიშვილის შეყვარებულს და მეგობრებს კითხავენ.

თემქაზე ნაპოვნ ახალგაზრდა გოგოს ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული. არაოფიციალური ინფორმაციით გოგოს უცნობმა პირმა დაურეკა, კორპუსის ეზოში ჩასვლა სთხოვა და მოგვიანებით უკვე კორპუსის უკან პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 

ტეგები