ბაკურიანში პირველი საერთაშორისო შეჯიბრი წარმატებით დასრულდა
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 15:46
ბაკურიანში პირველი საერთაშორისო შეჯიბრი წარმატებით დასრულდა

16-17 თებერვალს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართული შეჯიბრი სკი კროსში წარმატებით ჩატარდა.

2010 წლიდან სკი კროსი ოლიმპიური სპორტის დისციპლინაა.

საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს, ავსტრიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ყაზახეთის და ავსტრალიის მოთხილამურეებმა მიიღეს. სულ 25 სპორტსმენმა იასპარეზა.

საპატიო, საპრიზო ადგილები ავსტრიელმა და ავსტრალიემა სპორტსმენებმა გაინაწილეს.  მოპოვებული ქულები მათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

ბაკურიანის შეჯიბრი უცხოელი დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. ფრანგი და გერმანელი სპეცილისტების კონსულტაციის შედეგად იქნა აშენებული სპეციალური, ხელოვნურად გათოვლიანებული ტრასაც. მკაცრად იყო დაცული უსაფრთხოების ის ზომები, რასაც საერთაშორისო სტანდარტი მოითხოვს.

საქართველოში პირველად ჩატარებულმა საერთაშორისო შეჯიბრმა უცხოელი სპეციალისტების დადებით შეფასება დაიმსახურა. “მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზატორს, ვინს საქართველოს მხრიდან იყო ჩართული პროცესში. დიდი მადლობა სათხილემურო ფედერაციას, გაწეული შრომისთვის, მათთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო. ყველა ეჭვი, რომელიც შეჯიბრებამდე არსებობდა იმის შესახებ, თუ რამდენად მზადაა ბაკურიანი საერთაშორისო კლასის შეჯიბრის ჩასატარებლად, ახლა უკვე გამქრალია, რადგან ეს ორდღიანი ტურნირი წარმატებით დასრულდა. მიიღეთ ჩემი მილოცვები და კომპლიმენტები“ - განაცხადა FIS - ის ტექრნიკურმა დელეგატმა, რაინჰალდრუდოლფ კრამპფელმა დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისას.  

სკი კროსის შეჯიბრის ბაკურიანში ჩატარება წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად. აპლიკანტი ქვეყნების რეგისტრაცია 31 მარტამდე მინდინარეობს. სწორედ მარტის ბოლოს გახდება ცნობილი რომელი ქვეყნები გაუწევს  საქართველოს კონკურენციას. 

სკი კროსის შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრის პარტნიორი იყო კომპანია „სილქნეტი“, რომელიც 2008 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია.

ტეგები