დავით ხარშილაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 16:45
დავით ხარშილაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო

სააპელაციო სასამართლოში დავით ხარშილაძის საქმეზე პროცესი გადაიდო.

მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მხოლოდ ბრალდების დასკვნითი სიტყვა მოისმინა.

დასკვნითი პროცესი, სადაც ხარშილაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოაცხადებს 22 მარტს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

,,ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა. ხარშილაძე საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

ტეგები