საკადრო ცვლილებები განხორციელდა - საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 16:47
საკადრო ცვლილებები განხორციელდა - საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განხორციელდა - ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას უწყება ავრცელებს, რომელსაც "მედიამოლი" უცვლელად გთავაზობთ: 

"საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა. დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა. კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა. სამცხე - ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა.

რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობას დეპარტამენტების ხელმძღვანელებად გააგრძელებენ. 

სულ საქართველოს პროკურატურაში 17 შიდა საკადრო ცვლილება განხორციელდა. საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება. ყველა სხვა საკადრო ცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ტეგები