რელიგიაც ფსიქიკური დაავადებაა - ნათია ფანჯიკიძე
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 17:10
რელიგიაც ფსიქიკური დაავადებაა - ნათია ფანჯიკიძე

"ძალიან მაგარ სპეციალისტთან მქონდა აქ შეხვედრა არტ თერაპიის საკითხებზე და საუბარში თქვა, - თანამედროვე ხელოვნება ფსიქიკური დაავადებააო. გუშინ იუნიონ სქვერზე ქუჩის არტისტებს ჩამოვუჯექი მაყურებლად, კრიშნაიტულ "საგალობლებს" ასრულებდნენ და მედიტირებდნენ, მათი ნარინჯისფერ ხიტონიანი ანგელოზები კი წიგნებს სთავაზობდნენ გამვლელებს და ვინაიდან ყოველი ხელოვნების გენეზისი რელიგიაა, ალასას მოვახსენე, არა მხოლოდ თანამედროვე, მთლიანად ხელოვნებაა ფსიქიკური დაავადება, რელიგიაც ფსიქიკური დაავადებაა და ყველა ის ადამიანიც ფსიქიკურად დაავადებულია, ვისაც ამ ყველაფრის, - რელიგიის და ხელოვნების გარეშე შეუძლია ყოფნათქო. საბოლოოდ იმ აზრამდე მივდივარ, რომ არსებობს ადამიანთა სევდა, ტანჯვის მდგომარეობა, მაგრამ არ არსებობს ფსიქიკური დაავადება, იმიტომ რომ ყველა დაავადებული ვართ, დაავადება ნორმაა", - წერს ფსიქოლოგი ნათია ჯანფიკიძე. 

ტეგები