თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 17:58
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია "თელასის" ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 23 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ჭირნახულის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიის, რიყის ტერიტორიის და მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენალის მთის, ახალი არსენალის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ბერიაშვილის, პაატა სააკაძის, ხრამჰესის და ასპინძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, გიზო ნიშნიანიძის და ამაღლების ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტეგები