ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურის მოადგილე მოკლეს
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 18:03
ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურის მოადგილე მოკლეს

ერაყში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურის მოადგილე აბუ აბდელ რაჰმან ალ-თამიმი ალ-ათაბი ალ-ჯაზრავი მოკლეს. Al Mayadeen-ის ცნობით, "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურის მოადგილე ავიადარტყმების შედეგად მოკლეს.

12 თებერვალს ტელეარხმა Sky News Arabia-მ განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მეთაური აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სიკვდილის პირასაა და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ექსტრემისტების ერთ-ერთ ჰოსპიტალში იმყოფება. 

"ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყის ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება 2014 წელს მოახდინა. იმავე წლის ივნისში მათ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული დაიკავეს და ე.წ. ხალიფატის დედაქალაქად გამოაცხადეს. 2015 წელს საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით, ერაყის მთავრობამ ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. 2017 წელს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ "ისლამურ სახელმწიფოზე" საბოლოო გამარჯვება გამოაცხადა.

ტეგები