"ანას ერთი ბიჭი ეძებდა..." - თემქაზე მოკლული გოგოს მეზობელი
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 18:10
"ანას ერთი ბიჭი ეძებდა..." - თემქაზე მოკლული გოგოს მეზობელი

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მეზობლები შემთხვევის ღამეს იხსენებენ. გოგონას მეგობრის დედა ნაცვლიშვილის შეყვარებულს დადებითად ახასიათებს:

"ძალიან გაწონასწორებული და ზრდილობიანი ბიჭია, რომელსაც უყვარდა ანა. გამოვრციცხავ ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარიყო ეს საზარელი ამბავი. ისინი სულ ჩხუბობდნენ და რიგდებოდნენ. ლადოს ცხოვრებაში რაღაც პერიოდში გამოჩნდა სხვა გოგონა, რის შედგეგ ისინი დაშორდნენ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ შერიგდნენ. გარდაცვლილის დისგან გავიგე, რომ ანას ერთი ბიჭი ეძებდა რის შემდეგაც, დაურეკა საერთო მეგობარს და კითხა სახლში იყო თუ არა, როცა გაირკვა რომ ანა სახლში არ იყო ლადოსთან გადამოწმება სცადეს მაგრამ როგორც აღმოჩნდა ლადოც მას ეძებდა“, - აცხადებს მეზობელი.

რაც შეეხება თემქის პოლიციაში მიმდინარე დაკითხვას, პოლიცია რამდენიმე წუთის წინ დატოვა, მოკლული გოგონას მამამ მას ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია.

დაკითხვაზე იმყოფება გარდაცვლილი გოგონას დედა. უკვე დაკითხეს ანა ნაცვლიშვილის მეგობარი გოგონა, რომელიც კომენტარს არ აკეთებს.

ტეგები