ქართული მარშის წევრები აქციას მართავენ
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 19:39
ქართული მარშის წევრები აქციას მართავენ

ქართული მარშის წევრები სოროსის ფონდის წინააღმდეგ აქცია-მსვლელობას მართავენ. ამ წუთებში აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროდან სოროსის ფონდის მიმართულებით გადაადგილდებიან.

“აიკრძალოს სოროსი” და “სოროსი სანაგვეზე” - ამ ლოზუნგებით შეკრებილები საქართველოში სოროსის ფონდის საქმიანობას აპროტესტებენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა სოროსის ფონდმა საქართველოში საქმიანობის შეწყვეტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს და რადიკალური ზომების მიღებას აანონსებენ.

ქართული მარშის წარმომადგენლების მტკიცებით, ფონდის მხრიდან იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უნდა შეწყდეს, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.

ტეგები