ვაზისუბანში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 22:12
ვაზისუბანში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხანძარს თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ვაზისუბნის მეორე მიკრო რაიონში, მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ოთახში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ის დაკვამლიანების ნიადაგზე გაიგუდა. 

ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. როგოც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის ერთ ოთხაში გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 15-20 კვმ.მ. 

ადგილზე ორი სამაშველო სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.