რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ძებნილი რუსი დიზაინერი დააკავეს
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 23:49
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ძებნილი რუსი დიზაინერი დააკავეს

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ძებნილი რუსი დიზაინერი მიხაილ ორლოვი დააკავეს. მას 3-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამის შესახებ "იმედი" წერს. 

ორლოვი საზღვრის რუსულ მხარეს მაშინ დააკავეს, როდესაც სხვისი პასპორტით საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას გეგმავდა. 

დიზაინერს 3-წლიანი პატიმრობა კლუბ Barfly-ში 2 ადამიანის გარდაცვალების გამო მიუსაჯეს. 2014 წელს 2 მთვრალი სტუმრის გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმა გახდა. 

დიზაინერის ადვოკატმა განაჩენი გაასაჩივრა, რის შემდეგაც ის ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლეს.

საქმის ხელახალი განხილვა 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. განაჩენის გამოტანა კი 2018 წლის 14 თებერვალს დაინიშნა.

იმ დროისთვის ორლოვი საავადმყოფოში იყო. სასამართლომ მას კვლავ 3 წელი მიუსაჯა. ამ ამბის გაგების შემდეგ დიზაინერი საავადმყოფოდან გაიქცა.

ტეგები