კეიტ მიდლტონმა ტატუ გაიკეთა
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2018 11:35
კეიტ მიდლტონმა ტატუ გაიკეთა

კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი სულ მალე მესამე ბავშვის მშობლები გახდებიან, თუმცა კემბრიჯის ჰერცოგინია სხვადასხვა ქვეყნებში საქმიან ვიზიტებს არ ერიდება და სამეფო ვალდებულებებს მონდომებით ასრულებს.

ამ დღეებში კეიტი და უილიამი სანდერლენდს ესტუმრნენ, სადაც მათ სამხატვრო ცენტრის The Fire Station გახსნაში მონაწილეობა მიიღეს.

მიდლტონი გარემოს დათვალიერებით არ შემოიფარგლა და ადგილობრივი მხატვრების შეთავაზებას, დროებითი სვირინგის გაკეთების შესახებ, სიამოვნებით დათანხმდა.

ტეგები