თბილისში საეჭვო წარმომავლობის 500კგ ხორცი ამოიღეს
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2018 15:22
თბილისში საეჭვო წარმომავლობის 500კგ ხორცი ამოიღეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს. ინფორმაციას სურსათის სააგენტო ავრცელებს.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დარღვევები დაფიქსირდა შპს „ახალ ხორცის“ საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტში, რის გამოც თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 500 კილოგრამზე მეტი ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცი დალუქეს.

ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და ხორცის განადგურება დაევალა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ახალი ხორცი“ ანალოგიური დარღვევებისთვის თვის დასაწყისშიც დააჯარიმა. 

ტეგები