ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2018 17:29
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გრიგალაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღინისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღის ბოლომდე მიმართავს. სახელმწიფო ბრალდება გრიგალაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
ამ დროისთვის უცნობია, როდის იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

 

ტეგები