ლადო გრიგალაშვილი შეყვარებულის მკვლელობას არ აღიარებს
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2018 17:36
ლადო გრიგალაშვილი შეყვარებულის მკვლელობას არ აღიარებს

21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა, ნაირა ოტიაშვილმა განუცხადა.

ლადო გრიგალაშვილს ბრალი ოფიციალურად ცოტა ხნის წინ წაუყენეს.

"საქმეში ფიგურირებს შავი BMW-ს მძღოლი, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ და არის რაღაც სხვა ურთიერთობები. გარდაცვლილსა და BMW-ს მძღოლს შორის იყო ინტიმური ურთიერთობა. ლადოს მიერ ნამდვილად არ არის მოკლული", - განაცხადა ოტიაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიებას გრიგალაშვილის მიმართ იქიდან გამომდინარე გაუჩნდა ეჭვი, რომ მოკლული მისი შეყვარებულია და გრიგალაშვილს მასთან ღამის 04:00 საათამდე სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა.

ანა ნაცვლიშვილი თემქაზე გარდაცვლილი გუშინ, გამთენიისას ნახეს. გუშინვე მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.

ტეგები