არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის აფხაზეთში 79 წლის კაცი დააპატიმრეს
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2018 18:57
არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის აფხაზეთში 79 წლის კაცი დააპატიმრეს

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში, გულრიფშის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს, 79 წლის ანდრეი სამსონიას 15 წლით პატიმრობა შეუფარდეს.

ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მას ბრალი ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით ედება, რაც 14 წლამდე პირის მიმართ ჩადენილ სექსუალური სახის ძალადობას გულისხმობს.

ძალადობის მსხვერპლად 2009 წელს დაბადებული პირი სახელდება. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 2016-2017 წლებში, იარაღის მუქარით, არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა.

აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სამსონია აქამდე სხვადასხვა დანაშაულისთვის რამდენჯერმეა გასამართლებული.

ტეგები