ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2018 20:59
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ანა ნაცვლიშვილი, გუშინ, გამთენიისას, თემქაზე კორპუსის უკან პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს.

საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც პროკურორმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა, რომელსაც მოკლულთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, გოგონა შურისძიების მოტივით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების დასაბუთებისას ბიბილაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ბრალდებულის სასტიკ ქმედებას.

ტეგები