„გრიგალაშვილმა ნაცვლიშვილს „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანის მძღოლთან ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო“ - ადვოკატი
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2018 21:13
„გრიგალაშვილმა ნაცვლიშვილს „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანის მძღოლთან ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო“ - ადვოკატი

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ნაცვლიშვილს „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანის მძღოლთან ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო. ადვოკატის თქმით, საქმეში „ბე-ემ-ვეს“ მძღოლის არსებობას კიდევ ერთი მოწმე ადასტურებს.

მიუხედავად ამისა, ადვოკატი პროკურატურის მოთხოვნას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე, დაეთანხმა და აღნიშნა, რომ გრიგალაშვილთან მიმართებაში არსებობს გარკვეული საფრთხე, რადგან მან „ბე-ემ-ვეს“ მძოლი დაინახა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ნახა „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა, ე.წ. „დუტი ტროიკა“, რომლის მძღოლთანაც ანა ნაცვლიშვილს ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა. შესაბამისად, ვეთანხმები პატიმრობის მოთხოვნას, არა იმიტომ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავეა, არამედ იმიტომ, რომ მას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, ვინაიდან ლადო გრიგალაშვილმა შეუსწრო საყვარელ გოგონას, აღნიშნული მანქანის მძღოლთან ურთიერთობისას", - აღნიშნა ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი, გუშინ, გამთენიისას თემქაზე, ერთ-ერთ სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. მკვლელობა გუშინვე აღიარა მისმა შეყვარებულმა ლადო გრიგალაშვილმა, თუმცა დღეს მან ბრალდება უარყო და დუმილის უფლება გამოიყენა.

ტეგები