ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველი შეხვედრა მოიგო
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2018 21:52
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველი შეხვედრა მოიგო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭდავეთა ნაკრების კაპიტანი, ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (-65) კიევის საერთაშორის ტურნირის პირველ შეხვედრაში ფრანგი ილმან მუხტაროვი დაძაბულ ბრძოლაში 5:4 დაამარცხა.

მეოთხედფინალში ლადოს მეტოქე ამერიკელი ბიჯი ფურელი იქნება.

სამწუხაროდ ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა 86 კგ-ში მოჭიდავე სანდრო ამინაშვილმა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უკრაინელ ილია არჩაიასთან 2:4 დამარცხდა.

ტეგები