„დანა, რომელიც ამოღებულია, არ არის მკვლელობის იარაღი“ - ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2018 22:05
„დანა, რომელიც ამოღებულია, არ არის მკვლელობის იარაღი“ - ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით, გამოძიებას დანაშაულის იარაღი არ ამოუღიადა დანა, რომელიც საქმის მასალებში დევს, ლადო გრიგალაშვილის მამას ეკუთვნის და სწორედ მამამისის მანქანიდან ამოიღეს. მისივე თქმით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დანაშაული სწორედ ამ დანითაა ჩადენილი.

"დანა, რომელიც ამოღებულია, არ არის მკვლელობის იარაღი. ის არ ამოუღიათ შემთხვევის ადგილიდან. დანა არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მამის საკუთრება, მის ავტომანქანაში იყო ყოველთვის და მისი ავტომანქანიდან იყო ამოღებული. შესაბამისად, დანაზე აპელირება, რომ ეს ის დანაა, რომლითაც დანაშაულია ჩადენილი, აბსოლუტურად აბსურდია და არც საქმის მასალებიდან დგინდება. რაც შეეხება მესიჯებს და ზარებს, ისინი საერთოდ არ არის დათვალიერებული და ამოღებული, რადგან როდესაც ლადო თავის შეყვარებულს უგზავნიდა მესიჯებს, გოგონა შლიდა მას, რათა მშობლებს არ ენახათ. თუმცა, შემდგომ უკვე გამოძიებაში ჩვენ მოვითხოვთ, რომ დადგინდეს ამ მესიჯების შინაარსი. შესაძლებელია, რომ ექსპერტიზამ უკვე წაშლილი მესიჯები აღადგინოს. არანაირი მუქარისშემცველი მესიჯები არ ყოფილა", - განაცხადა ადვოკატმა.

 

ტეგები