ელონ მასკმა დედამიწის უფასო Wi-Fi-ის პაროლი გაამხილა
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2018 23:43
ელონ მასკმა დედამიწის უფასო Wi-Fi-ის პაროლი გაამხილა

„არავის უთხრათ, მაგრამ WiFi-ს პაროლია - martians“ - ასე გამოეხმაურა ელონ მასკი დედამიწის ორბიტაზე პირველი თანამგზავრების გაშვებას, რომლებმაც მსოფლიოს ახალი თაობის WiFi კოსმოსიდან უნდა მიაწოდონ. მასკის თქმით, ინტერნეტის თანამგზავრების სიგნალს Tintin A და B ერქმევა.

ელონ მასკის კომპანია SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე ორი თანამგზავრი გუშინ, 22 თებერვალს გაუშვა. ინტერნეტ სატელიტები კალიფორნიის აერობაზიდან კოსმოსში რაკეტა Falcon 9-მ წაიღო.

სამი წელია, SpaceX Starlink-ის პროექტზე მუშაობს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის პატრიცია კუპერის თქმით, თუ საცდელი ეტაპი წარმატებით დასრულდება, პირველი თანამგზავრები ინტერნეტის მოწოდებას 2019 წლიდან დაიწყებდნენ. ხოლო, გეგმის მიხედვით, 2024 წლისთვის პროექტი სრული დატვირთვით ამუშავდება. SpaceX ორბიტაზე 4 425 თანამგზავრის გაშვებას გეგმავს, რისი მეშვეობითაც ახალი თაობის ინტერნეტით მთელი მსოფლიო უნდა დაფაროს.

ტეგები